კვლევები

კვლევის ანოტაცია 2016 სასწავლო წელი



file:///C:/Users/dkvaratskhelia/Downloads/CHEMI%20SKOLA.pdf



კვლევის ანოტაცია 2017 სასწავლო წელი


                             ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საჭიროების კვლევის ანგარიში
თემა: არაფორმალური განათლების, სახელდობრ,სკოლაში საგნობრივი წრეებისა და  კლუბების საჭიროების  აუცილებლობა სკოლის საერთო კულტურის ამაღლებისათვის და პრობლემის გადაჭრის გზები და საშუალებანი

                                                         მასწავლებელი დალი კვარაცხელია
                                                           წალენჯიხა, ჯგალის საჯარო სკოლა

                                                         შესავალი
არაფორმალური განათლება, წრეებისა და კლუბების არსებობა, აუცილებელი კომპონენტია სკოლის განვითარებისათვის, მოსწავლეთა მოტივაციისათვის, უკეთესი შედეგებისათვის.წინამდებარე ნაშრომი არის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საჭიროების კვლევის ანგარიში. ნაშრომში განხილულია სკოლაში არაფორმალური განათლების, საგნობრივი წრეებისა და კლუბების საჭიროების აუცილებლობა, რათა ამაღლდეს სკოლის საერთო კულტურა,მიმოხილულია ამ პრობლემის გადაჭრის გზები და საშუალებანი.
დარწმუნებული ვარ, რომ საკვლევი საკითხი აქტუალურია, რადგანაც  სკოლაში არსებული კლასგარეშე აქტივობები:წრეები, კლუბები,ზოგადად, არაფორმალური განათლება, აუცილებლად მოახდენს მოსწავლეებში ჯანსაღი ქცევის მოტივირებას, მნიშვნელოვნად განაპირობებს  მათ  აკადემიურ პროგრესს. მოსწავლეთა აკადემიური წინსვლის უზრუნველყოფა და დადებითი სოციალური მიმართულებით  განვითარება დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემების, მრავალი ოჯახის ამოცანას წარმოადგენს.რაც შეეხება მასწავლებლებს, წრეების, კლუბების არსებობა ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას, პოპულარულს გახდის მათ პროფესიას, გაზრდის  კონკურენტუნარიანობას,პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებლებს  დაეხმარება კრედიტების გაზრდაში, რაც პირდაპირკავშირშია მათ მატერიალურ დაინტერესებასთან, რაც შეხება სკოლას, გაიზრდება მისი ავტორიტეტი, თემში აამაღლებს სკოლის კულტურის დონეს,სკოლის გარემო იქნება თანამედროვე მოთხოვნების ადეკვატური.
თავი I.
1. საკვლევი საკითხის მიმოხილვა
საკვლევი საკითხი ეხება კონკრეტულ სკოლას, გამომდინარეობს მოსწავლეთა და მათი მშობლების სურვილებიდან. ასევე, ეროვნული საწავლო გეგმა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას სასკოლო ცხოვრებაში, რათა ამაღლდეს სკოლის კულტურული გარემო და ავტორიტეტი. დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ხშირად სკოლა ბავშებისთვის არა საინტერესოა, ისინი ხშირად  ცდილობენ მალე დატოვონ სასკოლო სივრცე,რადგანაც აქ ჩვეულებრივი ყოველდღიური რუტინაა,მათ სასკოლო დროსაც  შეხვდებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გასაუბრებისას გამოიკვეთა, რომ ისინი მიდიან იმიტომ, რომ აგვიანდებათ წრის მეცადინეობაზე,რომელიც ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტის ცენტრში(სპორტი,მუსიკა,უცხო ენა)   მშობლები ფიქრობენ, რომ მათთვის კომფორტული იქნება თუ მსგავსი წრეები იფუნქციონირებს სკოლაში.სხვა მოსწავლეებს მათ, ვინც არ დადის ცენტრის წრეებში, სურვილი და მზაობა აქვთ იარონ  სასურველ საგნობრივ წრეებსა თუ კლუბებში, თუ ის იქნება სკოლაში, მათი აზრით,  ისინი დაზოგავენ და გეგმაზომიერად გამოიყენებენ თავისუფალ დროს.  ადგილზე აიმაღლებენ ცოდნას.   ამ   საკითხით არ დაინტერესებულა ადმინისტრაცია, მშობლებს ოფიციალურად არ მოუთხოვიათ, რადგანაც  სკოლის გეგმას ნაკლებად იცნობენ.  (მათი აზრია)არადა იციან,რომ ეს აუცილებლ საჭიროებას წარმოადგენს მათი შვილების განვითარებისთვის.
საკვლევი თემის ჰიპოთეზად ჩამოვაყალიბეთ ის ფაქტი, რომ დღემდე არავინ დაინტერესებულა იმით,რომ მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის,მათ მიერ სკოლის გაცდენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის უინტერესო სასკოლო გარემო,კონკრეტულად, საგნობრივი წრეების არ არსებობა, ის არაფორმალური გარემო, სადაც მოსწავლეები ინტერესით შეუდგებიან კვლევას, სწავლას, თანამშრომლობას, თანადგომას და  ასე შემდეგ.
2. პრობლემის გამომწვევი მთავარი მიზეზები:
მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის  არათანმიმდევრული შესრულება
სკოლის საზოგადოების(მოსწავლე, მშობელი, მასწავლებლები, ადმინისტრაცია)არაკორდინირებული მუშაობა.
სასკოლო გეგმის შემუშავებისას საჯაროობის დაბალი ხარისხი
მშობლების, მოსწავლეების არაინფორმირებულობა,დამატებითი განათლების აუცილებლობის შესახებ მოსწავლეთა საჭიროების კვლევის არარსებობა.
3.საკვლევი თემის მიზანი  
კვლევის მიზანია,  დამაჯერებლად იქნას შესწავლილი არაფორმალური განათლების, კონკრეტულად, საგნობრივი წრეებისა და კლუბების არსებობასთან დაკავშირებული სირთულეები და ინტერვენციების შედეგად გამოინახოს ოპტიმალური გზები პრობლემის გადასაჭრელად, რათა სასკოლო სივრცე კომფორტული გახდეს თითოეული მოსწავლისთვის და იყოს მორგებული მათ საჭიროებებს, რაც იქნება წინაპირობა სკოლის კულტურული გარემოს გაჯანსაღებისა.
კვლევის ამოცანებია:  მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებაზე-წრეებისა და კლუბების შესახებ ლიტერატურის მიმოხილვა, საერთაშორისო და ეროვნული სკოლების გამოცდილების შესწავლა.
მოსწავლეთა საჭიროებებისა და სურვილების ანალიზი კვლევის შედეგების მიხედვით;
პრობლემების გადაჭრის გზების და საშუალებების გამონახვა.
 მიღებული დასკვნების შედარება არსებულ რეალობასთან:ექსპერტების გამოცდილების გათვალისწინებით ინტერვენციების წარმოდგენა;
ნაშრომის სიახლედ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ კონკრეტულად, პრაქტიკაში  , არც ერთ მასწავლებელს არ ჩაუტარებია ამ მხრივ კვლევა;
კვლევის საკვანძო სიტყვებად შეიძლება ჩაითვალოს: მოსწავლე, მასწავლებელი, სკოლა, არაფორმალური განათლება,წრეები, კლუბები, კლასგარეშე განათლება,მოტივაციის სტიმულირება,თვითეფექტურობა....
კვლევის მიზნები და ამოცანები მიიღწევა შემდეგი კითხვების მეშვეობით:
კითხვები მოსწავლეებისათვის:
1.რომელ წრეში დადიხართ და სად?
2.გსურთ , თქვენს სკოლაში იყოს საგნობრივი წრე, კლუბი?
3.რომელი საგნობრივი წრე გინდათ იყოს სკოლაში?
4.რით გინდათ დაკავდეთ წრესა და კლუბში?
5.რამდენ ხანს გსურთ დარჩეთ მეცადინეობაზე?
კითხვები მშობლებისთვის:
6.რომელ წრესა თუ კლუბში დადის თქვენი შვილი?
7.რომელ  საგნობრივ წრეში გინდათ იყვნენ თქვენი შვილები?
ამ კითხვების საშუალებით  კვლევის მიზანს მივაღწიეთ, ვინაიდან ჩვენი კვლევის მიზანი იყო კლასგარეშე მუშაობის პრობლემები,კონკრეტულად, საგნობრივი წრეების, კლუბების არ არსებობა კონკრეტულ სკოლაში, ამდენად, პრობლემის გადასაჭრელად სკოლის საზოგადოების (მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი, ადმინისტრაცია)ჩართულობა აუცილებელ პირობად ჩავთვალეთ ,კითხვებმა მოგვცა საშუალება დაგვედგინა შესასწავლი საგნის რაოდენობრივი სურათი.
თავიII.
1.ლიტერატურის მიმოხილვა
თანამედროვე სკოლა გამოწვევების წინაშე დგას.მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური განვითარებისათვის აუცილებელია იზრუნოს სკოლის საზოგადოებამ, მაგრამ დაისმის კითხვა:როგორ?მხოლოდ ტრადიციული გაკვეთილებით? რა თქმა უნდა არა.სრულფასოვანი განათლებისთვის  სკოლამ კარგად უნდა შეისწავლოს მოსწავლეთა საჭიროებანი და ამა თუ იმ საგანმანათლებლო საკითხის უკეთ გასაგებად შეისწავლონ  ლიტერატურა, გაეცნონ საერთაშორისო თუ ეროვნულ გამოცდილებას. დავუბრუნდეთ მთავარ სათქმელს:და მაინც რატომ არის აუცილებელი არაფორმალური განათლება:წრეები,კლუბები?..განათლების სპეციალისტების აზრით, ,,კლასგარეშე აქტივობების მიზანია:სკოლის საერთო კულტურის   ჩამოყალიბება, მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესების განვითარება, თვითაქტუალიზაციის ხელშეწყობა და თავისუფალი დროის რაციონალური დაგეგმვა. სასკოლო პერიოდში ბავშვის სრულფასოვანი განვითარება დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად აქვს მას შესაძლებლობების, ინტერესების თუ ნიჭის გამოვლენისა და განვითარების საშუალება.“(მასწ.პროფ. სტანდარტის გზამკვლევი,თბილისი 2014წ.გვ.67)
საყოველთაოდ ცნობილია, რომ სკოლის საერთო კულტურა გულისხმობს მრავალფეროვან სრულყოფილ შედეგებს, რაც უფრო მეტად იმ სკოლების მიღწევაა, სადაც მოსწავლეები გაერთიანებული არიან სხვადასხვა, მათთვის სასურველ წრეებსა თუ კლუბებში, აქვთ თავისუფალი, სახალისო სივრცე.სრულად ვეთანხმებით იმ აზრს, რომ ,,სკოლებში, სადაც არსებობს არაფორმალური განათლების კომპონენტი(წრეები, კლუბები)მოსწავლეები უკეთესი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, ნაკლებად აცდენენ სკოლას, იშვათად აქვთ დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები, გამოირჩევიან საკუთარი თავისადმი  დადებითი დამოკიდებულებითა და თვითეფექტიანობის განცდით(მასწ. პროფ.განვით.გზამკვ.გვ.67)
უცხოეთის საგანმანათლებლო პროგრამებს თუ გადავხედავთ ნათლად დავინახავთ,რომ დამატებითი წრეები მოსწავლეებისათვის სავალდებულოა, მათ, რა თქმა უნდა, აქვთ არჩევანის უფლება. იაპონიის სკოლებში სამივე საფეხურზე ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ესთეტიკურ აღზრდას და ფიზკულტურას. მოსწავლეები საფუძვლიანად ეუფლებიან ხატვას, ძერწვას და ტრადიციული ხელოვნების დარგებს. საშუალოდ ყველა სკოლაში 15 სახეობის სპორტული წრეა. მოსწავლე საკუთარი არჩევანის მიხედვით , ვალდებულია, გაწევრიანებული იყოს რომელიმე სპორტულ წრეში. წრის ხელმძღვანელები ჩვეულებრივი მასწავლებლები არიან, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ ითავსებენ ამ , ყველა პედაგოგისთვის  სავალდებულო საქმიანობას(ი.კაკაბაძე ,,იაპონია და განათლება.ჟურ.,,მასწავლებელი,2010,გვ.36)იაპონელების განათლების სისტემა ეფუძვნება დევიზს:,,ჩვენ ვცხოვრობთ და ვარსებობთ ერთმანეთისთვის.“განვითარებულ ქვეყნებში დიდი ყურადღება ექცევა არაფორმალურ განათლებას, მისი აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მშობელთა დიდი ნაწილი დღის განმავლობაში დასაქმებულია, ჯერ ერთი ,წრეებში ჩართულობა მოსწავლეებს აარიდებს არასასურველ გარემოს, ნაკლები იქნება სარისკო ქცევის ჩამოყალიბების ალბათობა, მეორეც, სკოლის გარეთ მიღებული გამოცდილება უზარმაზარ გავლენას ახდენს ბავშვის აკადემიურ პროგრესზე...,,კლასგარეშე პროგრამების საჭიროება იმდენად დიდია განვითარებულ ქვეყნებში, რომ  განათლების სფეროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ასეთი ტიპის პროგრამების და ღონისძიებების დაფინანსებაზე მოდის. მაგ; აშშ-ში დაწყებითი და საშუალო განათლების საფეხურის ფედერალური დაფინანსების დაახლოებით 10% კლასგარეშე აქტივობებისა და პროგრამების დაფინანსებას ეთმობა(თ.ნეფარიძე, ,,კლასგარეშე აქტივობები და პრობლემები“, ჟ. მასწ.2010,ნომერი 6, გვ.12)ამდენად, უცხო ქვეყნების გამოცდილებას თუ დავეყრდნობით,არაფორმალური განათლება  პიროვნებისა და საზოგადოების განვითარებისთვის  უმნიშვნელოვანესია. კვლევები აჩვენებს, რომ განათლების 60%-ზე მეტი სწორედ არაფორმალურ განათლებაზე მოდის ,,რაც უფრო ვითარდება საზოგადოება და ეკონომიკა მით უფრო არასაკმარისი ხდება სტანდარტიზებული, ფორმალური განათლება და უპირატესობა ენიჭება ინდივიდუალურ გამოცდილებას..“(ს. გორგოძე ,,სტატიები, განათლება.2016 წელი, ინტერნეტი)
როგორც ცნობილია, ჩვენი მოსწავლეების დაკვეთა ფორმალურ განათლებასთან ერთად არის თავისუფალი ,არაფორმალური, წრეები, კლუბები და ასე შემდეგ.,,კლასგარეშე აქტივობები შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან მოსწავლეთა რაოდენობის, სისტემატურობისა და  დიდაქტიკური მიზნების მიხედვით. რაოდენობიდან გამომდინარე, კლასგარეშე აქტივობა შეიძლება მოიცავდეს კონკრეტულ მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს, რომელთაც, სურთ  დამატებით ცოდნის გაღრმავება რომელიმე სფეროში, სჭირდებათ დამატებითი კონსულტაციები მასწავლებელთან...სისტემატური შეიძლება იყოს წრეები, კლუბები ,სტუდიები და ასე შემდეგ- ვკითხულობთ მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის გზამკვლევში. ეს ყველაფერი ჩვენს მოსწავლეებს განაწყობს პოზიტიურად. ,,შემოქმედებითი აქტივობები,რომლებიც მოიცავს: თამაშებს, როლების გათამაშებას, მუსიკას, სიმღერას,ხატვას, თვალსაჩინოებას, საკმაოდ მოქნილი საშუალებებია, რომლებიც ბავშვებს ეხმარება სამყაროს აღქმასა და შესწავლაში(აი-გერლ ტანი ,,სწავლისა და სწავლების შემოქმედებითი აქტივობები, ჟურნალი ,,მასწავლებელი“,2010წელი, გვ.39) კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენი მოსწავლეების აზრი იდენტურია ზემოთ გატარებული აზრისა.არა მხოლოდ ჩვენი მოსწავლეები ფიქრობენ ასე, საქართველოს სკოლების გამოცდილებიდან შეიძლება მაგალითების მოყვანა.როგორც თ.შველიძე წერს სტატიაში:,,სასკოლო წრეები-ცოცხალი გაკვეთილი თავისუფალი აზროვნება“-,,ზოგიერთ საჯარო სკოლაში ეროვნული სასწავლო საგნების პარალელურად , ტექნიკური, ენობრივი , საგნობრივი,მხატვრული შემოქმედების წრეეები ფუნქციონირებს.წრეების ჩამოყალიბებამ კითხვას გადაჩვეული ბავშვები წიგნებისკენ მოაბრუნა.სიახლისადმი ინტერესი, ცოცხალი გაკვეთილები, თავისუფალი აზროვნება- ეს მცირე ჩამონათვალია, რის გამოც მოსწავლეები აქტიურად წევრიანდებიან სხვადასხვა კლუბებსა და წრეებში(თ.შველიძე, ჟურნალი ,,მასწავლებელი“, 2015,გვ.52)
აი, რას წერენ მოსწავლეები შთაბეჭდილებების გაზიარებისას:,,წრე ბევრად მეტს მაძლევს,ვიდრე სკოლის გაკვეთილები.აქ არა მარტო თეორიულ ცოდნას ვიძენთ,არამედ პრაქტიკაში ვიყენებთ მას.ხდება ,ჩვენი,როგორც მოქალაქის,პიროვნების ჩამოყალიბება და ინტერესების გაღრმავება...რაც მთავარია,ვსწავლობთ ერთმანეთთან ურთიერთობას,მოსმენას,რისი დეფიციტიცაა დღეს.“(მაია გოგიჩაიშვილი,თბილისის 219-ე სკოლა,მე-12 კლასის (მოსწავლე.,ჟურნ.მასწ.2010 წელი გვ.52.),, კლუბით ჩემი დაინტერესება ლიტერატურის სიყვარულმა გადამაწყვეტინა,თანაც კლუბში  ყურადღებას ვამახვილებთ ადამიანის ზნეობასა და მოქალაქეობაზე.(მარი გაბელია,მე-8 კლასი,50-ე საჯარო.)21-ე საჯარო სკოლის ქართულის პედაგოგი რუსუდნ მეგრელიშვილი,რომელსაც აქვს სკოლაში წრე,,ცივილიზაციათა დიალოგი,კულტუროლოგია და ჟურნალისტიკა-’’წერს ,რომ:,,წრე გაკვეთილისაგან განსხვავებით დიდ თავისუფლებასა და თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.აქ არ არის დასწავლის მომენტი და ბავშვი ერთგვარი ინტელექტუალური თანამშრომლობის სიამოვნებასაც იღებს.’(’იქვე ,გვ.52)
53-ე საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგს,2008 წლიდან სკოლაში ,,ეკოლოგიური კლუბი’’ აქვს გახსნილი.აი,რას წერს ის:ეკო კლუბის ყველა წევრმა იცის,რომ ქუჩაში გასაყიდად გამოტანილი პროდუქტი მავნეა და მათი მიღება არ შეიძლება...ვაპირებ სემინარების ჩატარებას სხვა სკოლებში ,რათა მათაც გავუზიარო დაგროვილი ცოდნა.2009 წელს საქართველოში ბაღის ფრთოსანთა საათი ჩატარდა და სერთიფიკატი მოგვენიჭა.’’კიდევ შეძილება მსგავსი მაგალითების მოტანა, თუმცა ესეც საკმარისია იმის დასადასტურებლად,რომ წრეებისა და კლუბების არსებობის მხრივ საქართველოს სკოლებშიც დიდი გამოცდილებაა დაგროვილი. პედაგოგები ამ მხრივ იჩენენ ინიციატივებს და ბევრ სკოლას აქვს ,,დისკუსიების , ინგლისური,  ქართული ენების,წიგნის მოყვარულთა კლუბები“’და ასე შემდეგ.

უნდა აღინიშნოს,რომ დღეს საგანმანათლებლო სფეროში ,სახელმწიფო დონეზე,არსებობს ხელშეწყობა მოსწავლეთა თავისუფალი აზროვნების წახალისებისა.ამის მაგალითია  მასშტაბური თავისუფალი გაკვეთილების დანერგვა.თავისუფალი გაკვეთილები ტარდება სპორტის,წიგნიერების,სამოქალაქო განათლების,ხელოვნების მიმართულებებით.
ტრადიციისამებრ კლუბებისა და წრეების არსებობა მომდინარეობდა ინოვატორი მასწავლებლებისგან,რომლებმაც კარგად იცოდნენ და იციან საკუთარი მოსწავლეების საჭიროებანი.თუმცა,ამ ყველაფრის სისტემატიზაცია არა მარტო ერთ სკოლას, არამედ ბევრ სხვა სკოლასაც განავითარებს.რადგანაც,წრეებსა და კლუბებში მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ:უკეთ გააცნობიერონ საკუთარი ინტერესები,ინტელექტუალური თუ შემოქმედებითი მიდრეკილებები,გაიჩინონ ახალი მეგობრები და დაამყარონ მათთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობანი.შეხვდნენ განსხვავებული შეხედულებების ,პოზიციების მქონე მოსწავლეებს,გაუზიარონ მათ საკუთრი მოსაზრებები და დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხის მიმართ.გადალახონ ურთიერთობებში არსებული ბარიერები.თავად გამოთქვან საკუთარი იდეები და ინიციატივები.შექმნან და სხვებთან ერთად განახორციელონ ახალი პროექტები,განივითარონ გუნდური მუშაობისა და ლიდერის უნარ-ჩვევები,ნაყოფიერად გამოიყენონ თავიანთი დრო.ი(ქვე გვ.54)
ამდენად, წრეებისა და კლუბების არსებობა სკოლებში მოსწავლეთა განვითარების აუცილებელი საშუალებაა.,,არაფორმალური განათლება ეხმარება ფორმალურ განათლებას,ზგემ-ის და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში.სწორედ ამიტომ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ერთ-ერთი მოთხოვნაა-მასწავლებელმა გააცნბიეროს კლასგარეშე საქმიანობის როლი და მნიშვნელობა  მოსწავლეთა მოტივაციის,სწავლისა და მრავალმხრივი განვითერებისათვის და დაგეგმოს შესაბამისი საქმიანობები(მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის  გზამკვლევი,2014 წელი,გვ.70)
დიახ,მასწავლებელს ავალდებულებს სტანდარტი,მოსწავლეებს სურთ უკეთესი განათლება.თუმცა მასწავლებლისგან ეს ყველაფერი მოითხოვს დამატებით რესურსებს,ენერგიას,რაც აუცილებლად უნდა წახალისდეს. ,,საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.(სიქა)დამფუძნებელი პავლე თვალიაშვილი მიიჩნევს,რომ სახელმწიფომ არაფორმალური განათლება სკოლის დონეზეც უნდა წაახალისოს,მისი თქმით, ფორმალური განათლებაა ის ბაზისი,რომელსაც შემდგომ ეფუძნება არაფორმალური განათლება,მნიშვნელოვანია,რომ სკოლის დონეზეც აქტიურად ხდებოდეს არაფორმალური განათლების მხარდაჭერა. თვალიაშვილი,მაგალითად,სასკოლო კლუბების პრაქტიკას ასახელებს და წერს ,რომ მსგავსი პრაქტიკა ქართულ სკოლებში არ არის წახალისებული.სახელმწიფო მათ არსებობას არ კრძალავს,მაგრამ ინიციატივას არ იჩენს, პროექტის მცირე  დაფინანსების გამოყოფის შედეგად ვიღებთ იმას,რომ სკოლებში მსგავსი კლუბები დიდი ამერიკული თუ ევროპული პროექტის ფარგლებში არსებობს.თუმცა,ძირითადად დიდი ქალაქებში, პატარა სოფლების ,,სკოლის  მოსწავლეები ამ შესაძლებლობებს უმეტესად მოკლებულნი არიან.’’(პ.თვალიაშვილი, ,, სტატიები,განათლება,2016 ნოემბერი-,,რატომაა მნიშვნელოვანი არაფორმალური განათლება?“)თუმცა,როგორც ზემოთ აღინიშნა,,  სახელმწიფომ ამ მხრივაც გამოიჩინა ინიციატივა და როგორც ქალაქის,ასევე სოფლის ტიპის სკოლებში მოთხოვნილებად გადაიქცა თავისუფალი გაკვეთილები.,,წრეები და კლუბები სხვადასხვა ფორმატის შეიძლება იყოს, სკოლამ მზაობა უნდა გამოიჩინოს, რათა წაახალისოს მოსწავლეთა ინიციატივები  და მოქმედ ჯგუფებს ახლებიც დაუმატოს, თუ კი ამის განხორციელების ელემენტარული ბაზა არსებობს. ‘(ნ.რატიანი ,,კურიკულუმის მიღმა“  ჟურნალი, ,,მასწავლებელი“, 2013წელი’)
,,სასურველია სკოლა გულისხმიერად მოეკიდოს ამგვარ ინიციატივებს და სხვადასხვა რესურსებით უზრუნველყოს წრეებისა და კლუბების საქმიანობა’’(თ.შველიძე, ,,სასკოლო წრეები,’’გვ 54 )
საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, სრულად ვეთანხმები იმ აზრს,რომ მოსწვლეთა კრეატიული განვითარებისთვის სასურველია სკოლაში არსებობდეს დრამატული წრე,რომელიც კარგად გამოავლენს მასში გაერთიანებულ მოსწავლეთა შემოქმედებითობას.
,,სასურველია ჩვენც გავითვალისწინოთ საერთაშორისო ბაკალავრიატის ზოგადი გამოცდილება.კლუბების ,წრეების შექმნის შემთხვევაში ჩვენც მოვთხოვოთ მოსწავლეებს პორთფოლიოს შექმნა,სადაც აღწერენ რა შედეგი მიიღეს მას შემდეგ,რაც გაერთიანდნენ ამა თუ იმ წრეში.პორთფოლიოს შექმნა კასის წარატებული დასრულების საწინდარია.(კასი აბრევიატურაა და კრეატიულობას,აქტიურობას და სერვისს აღნიშავს.)მასწავლებელი აფასებს პორთფოლიოს,სადაც აღწერს რა შედეგი მიიღო,რა ისწავლა,როგორ გაიზარდა,როგორ გამოავლინა ძლიერი მხარეები და დაძლია სისუსტეები,როგორ ისწავლა გეგმის განხორციელება და გუნდური მუშაობა,როგორ მიეჩვია საქმის ერთგულებას და როგორ ჩამოუყალიბდა ხასითი’(ნ.რატიანი ,,კურიკულუმის მიღმა’’,გვ.38,ჟურნალი,მასწავლებელი 2013 წელი.)
მეტად საინტერესოა მოსწავლეთა რეფლექსიის ეს ფორმა ,,ნებისმიერი საინტერესო საქმიანობის შედეგის აღწერა ისეთივე სასიამოვნოა,როგორც თავად ეს საქმიანობა.’’(იქვე)
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საგნობივი წრეების,კლუბების ფუნქციონირება სკოლებში თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.
თავი მე-3
1.კვლევის მეთოდოლოგია
კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით კვლევის მეთოდებად გამოვიყენეთ როგორც თვისებრივი (დაკვირვება,დიალოგი,ფოკუს ჯგუფები)ასევე რაოდენობრივი(წერილობითი ანკეტირება)მეთოდები.ერთი ხელს უწყობდა საკვლევი საგნის სიღრმისეულ,ხარისხობრივ შესწავლას,ხოლო რაოდენობრივი მეთოდები დაგვეხმარა დაგვეზუსტებინა შესასწავლი საგნის რაოდენობრივად გავრცელების  არეალი. (თვისებრივი,რაოდენობრივი) მეთოდების გამოყენებამ,უდავოდ,გაზარდა კვლევის სანდოობის ხარისხი.
მონაცემთა შეგროვების პროცესი
ხანგრძლივი დროის განმავლობაში მე და ჩემი კოლეგა ვაკვირდებოდით მოსწავლეებს,რომლებიც ადრე მიდიოდენ სკოლიდან,ბოლო გაკვეთილებს ტოვებდნენ,ან საერთოდ არ მოდიოდნენ სკოლაში.მათთან დიალოგის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ისინი იმ მიზეზით ტოვებდნენ გაკვეთილებს,რომ მათთვის სასურველი წრეების მეცადინეობას დასწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ცენტრში  (სპორტი,მუსიკა,უცხო ენა) მსგავსი წრეები სკოლაში არ არსებობდა.
ფოკუს-ჯგუფი ჩატარდა მე-5 მე-8 კლასელების მშობლებსა და მოსწავლეებთან, მათ გამოთქვეს აზრი, რომ აუცილებელი იყო სკოლაში მსგავსი საგნობრივი წრეების არსებობა,რაც დაეხმარებოდათ  მოსწავლეთა თავისუფალი დროის ორგანიზებაში და საგნობრივი ცოდნის გაღრმავებაში.უკვე გამოიკვეთა პრობლემა ,რომ წრეების არ არსებობა უარყოფითად მოქმედებდა სწავლა- სწავლების პროცესზე;  პრობლემის მიზეზების დასადგენად მოვამზადეთ კითხვარები.სკოლაში სულ ირიცხება 196 მოსწავლე.არ გამოგვიკითხავს I და  XII კლასი, სულ 27 ბავშვი.გავამზადეთ 169   ანკეტა-კითხვარი .გამოკითხვაში მონაწილეობდა  139 ბავშვი.კითხვარები მომზადდა მშობლებისთვისაც.გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო თითო მშობელმა .მოსწავლეებს მშობლებისათვის შედგენილი კითხვარები გავატანეთ სახლში,რადგანაც ამით რესურსებიც დავზოგეთ და მშობლებიც შვილებთან ერთად შეძლებდნენ მათთვის სასურველი პასუხების ჩამოყალიბებას.კითხვარების შესავსებად მივეცით 2 დღე,რაც სრულიად საკმარისი იყო დამაჯერებელი პასუხებისთვის.გმოვიყენეთ ღია კითხვები,დავიცავით ანონიმურობა,რათა გულწრფელობის ხარისხი მაღალი ყოფილიყო.
2.მონაცემთა ანალიზი
1)დაკვირვება-ამ თვისებრივმა მეთოდმა გვიჩვენა და გვიბიძგა პრობლემის იდენტიფიცირებისკენ,რადგანაც მოსწავლეთა ჯგუფი ხშირად აცდენდა გაკვეთილებს,დადიოდა მუნიციპალტეტის ცენტრში.
2)დიალოგის შედეგაად დადგინდა,რომ მოსწავლეებს სურვილი ჰქონდათ არატრადიციული,არასაგაკვეთილო მეცადინეობისა.მათ უნდოდათ საგნობრივი წრეები თავიანთ სკოლაში, სადაც გაერთობოდნენ,გაიღრმავებდნენ ცოდნას,გამოიკვლევდნენ და ითანამშრომლებდნენ.
3)ფოკუს-ჯგუფი მე-5 და  მე-8 კლასის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრამ დაადასტურა,რომ   ნამდვილად  სჭირდებოდათ კომფორტული,მათთვის სასურველი სასწავლო აქტივობები წრეებისა და კლუბების სახით.(იხ.დანართი 1)
4)ფოკუს ჯგუფი მშობლებთან.მშობლებმა გამოთქვეს სურვილი ,რომ სკოლაში ყოფილიყო საგნობრივი წრეები და კლუბები,სადაც იმეცადინებდნენ მათი შვილები.
ამგვარი შეხვედრების შემდეგ ,პრობლემა გამოიკვეთა ,კონკრეტულად სკოლის საზოგადოების  ერთი ნაწილის სურვილი იყო საგნობრივი წრეებისა და კლუბების არსებობა, რათა სკოლა ყოფილიყო უფრო მიმზიდველი მოსწავლეებისთვის და არა რუტინული,ერთფეროვანი და მოძველებული.
მიზანთან შესაბამისობაში შედგენილი კითხვებით მოვემზადეთ ანკეტირებისთვის, ანკეტირების შედეგი სქემატურად ასეთია:
1.რომელ წრეში დადიხართ და სად?
გამოკითხვაში მონაწილეობდა  139 მოსწავლე .აქედან  მუნიციპალიტეტის ცენტრში არსებულ სპორტის წრეში დადის 15 მოსწავლე,მუსიკის წრეში 8 მოსწავლე,ხელოვნების წრეში 5 მოსწავლე.
დიაგრამიდან ჩანს, რომ სკოლის მოსწავლეთა მცირე ნაწილი დადის წრეებზე,თუმცა ეს წრეები არ ფუნქცციონირებს სკოლაში და მათ უწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მუნიციპალიტეტის  ცენტრში, რაც ზედმეტი დროის და ენერგიის ხარჯვას იწვევს.
2. გსურთ , თქვენს სკოლაში იყოს საგნობრივი წრე, კლუბი?
გამოიკითხა 139 მოსწავლე , აქედან ყველას სურს სკოლაში იყოს საგნობრივი წრე ან კლუბი . 
როგორც დიაგრამიდან ჩანს, ყველაზე მეტი მოსწავლის სურვილია სპორტულ წრეში მეცადინეობა.ხელოვნებასა და ქართულში  თანაბარი რაოდენობის მოსწავლეებს სურთ გაწევრიანება.  შემდეგ მოდის უცხო ენა, მუსიკა,ცეკვა კომპიუტერი და მათემატიკა.ამ მონაცემების მიხედვით შეიძლება ითქვას ,რომ გამოკითხულ მოსწავლეთაგან ყველას სურს იყოს წრეში,მხოლოდ ერთს არ სურს არც ერთი.

რომელ  საგნობრივ წრეში გინდათ იყვნენ თქვენი შვილები? მონაწილეობა მიიღო 109 მშობელმა


ყველაზე მეტ მშობელს უნდა ქართულის,უცხო ენის ,მათემატიკის,ცეკვის ,მუსიკის,ხელოვნების,სპორტის,ფიზიკის და ბიოლოგიის წრეებში გაწევრიანდნენ მათი შვილები.

რით გინდათ დაკავდეთ წრესა თუ კლუბში?
მუნიციპალიტეტის ცენტრში არსებულ რომელ წრესა თუ კლუბში დადის თქვენი შვილი?
შენიშვნა:გარდა ამისა სკოლაში არსებულ ცეკვის წრეში დადის 25 მოსწავლე,სამოქალაქო კლუბში გაწევრიანებული 15 ბავშვი.საგნობრივი წრეები საერთოდ არ არის სკოლაში.



გსურთ , თქვენს სკოლაში იყოს საგნობრივი წრე, კლუბი?

.რამდენ ხანს გსურთ დარჩეთ მეცადინეობაზე?
გამოკითხულ მოსწავლეთა უმრავლესობამ აირჩია მეცადინეობისთვის 1 საათი.
3.მონაცემთა ანალიზის შედეგად გამოტანილი დასკვნები
კვლევის მონაცემების მიხედვით შეიძლება ,  დავასკვნათ, რომ:მოსწავლეებისა და მშობლების  აზრით, აუცილებელია
 მათ სკოლაში არსებობდეს საგნობრივი წრეები ,კლუბები, რადგანაც,ჯერ ერთი,არაფორმალური განათლება წამახალისებელია ფორმალური ყოველდღიური სწავლებისა, მეორეც,ის ხელს უწყობს:
ა)კონკრეტულ სფეროში ცოდნის გაღრმავებას;
ბ)მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის სტიმულირებას;
გ)მოსწავლეთა კრეატიულობისა და აქტიურობის წახალისებას;
დ)მოსწავლის პიროვნების(ემოციური სფერო,თვითშეფასება,პრობლემების გადაჭრა, კონფლიქტების მართვა,თვითეფექტურობის გაზრდა, გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება)განვითარებას.
ე) მოსწავლეთა ენერგიის პოზიტიურად წარმართვას, მათი სტაბილური ემოციური და მდგომარეობისა და დადებითი დამოკიდებულებისა   ჩამოყალიბებას.
მოსწავლეების აზრით, წრის მეცადინეობა უნდა იყოს სახალისო, არაფორმალური, მასტიმულირებელ აქტივობებზე დამყარებული, არ გაგრძელდეს ერთ საათზე მეტხანს, რაც მთავარია, ასწავლიდეს პროფესიონალი მასწავლებელი.
მასწავლებლების  დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ აუცილებელია წრეების , კლუბების არსებობა,თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს მათი მხრიდან ზედმეტ შრომასთანაა დაკავ შირებული, მათ ისედაც დაძაბული საქმიანობის შესრულება უწევთ.
ეს ყველაფერი ხარისხიანი  რომ გამოვიდეს ,მასწავლებელთა შრომა უნდა ანაზღაურდეს, ჩვეულებრივ, როგორც ეს ხდება სხვა განვითარებულ ქვეყნებში.
კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
მოსწავლეები არ იჩენენ ინიციატივას,არა აქვთ გუნდურად მუშაობის უნარები:თავიანთი საჭიროებების  შესახებ პრობლემური წინადადებების წამოჭრის და ადმინისტრაციისთვის მათი შეთავაზების ჩვევები;
      სასკოლო ცხოვრებაში                    მშობელთა ნაკლებ ჩართულობა ;
მასწავლებელთა მხრიდან მათი პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული საქმიანობების არათანმიმდევრულად შესრულება.
სკოლის საზოგადოების ნაკლები ჩართულობა სკოლის სამუშაო გეგმის შედგენისას.
შესაძლო ინტერვენციები
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შევიმუშავეთ სავარაუდო ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი:
1)ინტერვენციის საწყის ეტაპს წარმოადგენდა შეხვედრა სკოლის ადმინისტრაციასთან:კვლევის მასალების გაცნობა და ამ საკითხზე მათი შეხედულებების მოსმენა- გაზიარება. ადმინისტრაციის როლის გააზრება სკოლის არაფორმალური განვითარებისათვის, რა მოვალეობები აკისრიათ მათ ამ მხრივ სკოლის  სხვა საზოგადოების წინაშე.
2)მასწავლებლებისთვის  პრეზენტაციის მოწყობა მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის უკეთ გაცნობის მიზნით-თემა:,, როგორ დავგეგმოთ კლასგარეშე საქმიანობა’’.
როგორც კვლევისთვის საჭირო ლიტერატურის მიმოხილვისას აღინიშნა,აუცილებელია მასწავლებლებმა კარგად იცოდნენ,რატომ არის მნიშვნელოვანი კლასგარეშე აქტივობები, რა განსხვავებაა ამ აქტივობებს შორის მოსწავლეთა ჩართვის მონაწილეობის პრინციპის მიხედვით, რა როლს თამაშობს მშობელი ამ საქმიანობაში. რა განსხვავებაა წრესა და კლუბს შორის, ან რა არის სტუდია.როგორ უნდა დაავარსოთ სასკოლო კლუბები თუ წრეები,სასკოლო კლუბების გამოცდილების გაზიარება.
3)მოსწავლეებისთვის საჯარო განხილვა- დიალოგი მათ  უფლება-მოვალეობებზე.მოსწავლეებს კარგად უნდა ესმოდეთ როგორც მათი უფლებები, ასევე მოვალეობანი, გაერკვნენ იმაში, რომ მათ აქვთ ინიციატივების უფლება,ის, რომ სკოლა ვალდებულია გაითვალისწინოს მათი სურვილები, გეგმის წარდგენის შემთხვევაში დეტალურად გაეცნოს ადმინისტრაცია და განიხილოს მოსწავლეებთან ერთად წარმოდგენილი გეგმა თუ ინიციატივა.
4)სკოლის საზოგადოების კოორდინირებული მუშაობა და ურთიერთთანამშრომლობა.
სკოლის მასწავლებლების თანამშრომლობა ადმინისტრაციის ჩართულობა პირდაპირ მიემართება სკოლის კულტურული გარემოს გაჯანსაღებისკენ.სკოლის საჭიროების დადგენის შემდეგ პრობლემის გადაჭრისთვის საუკეთესო გამოსავალია თითოეული ინდივიდის მაღალი პასუხისმგებლობა, საკუთარი უფლება-მოვალეობის გაზიარება.
4. მონაცემთა ანალიზიდან გამომდინარე ინტერვენციების  შედეგები
ზემოთ მოცემული ინტერვენციის ვარიანტები განვიხილეთ სხვა კოლეგებთან და ადმინისტრაციასთან ერთად. განხილვის შემდეგ განვახორციელეთ ცვლილებები:კვლევების შედეგების მიხედვით დასტურდება, რომ სკოლაში არ არის ჩამოყალიბებული არც ერთი საგნობრივი  წრე, თუმცა სკოლაში ნამდვილად არსებობს სამოქალაქო კლუბი და ხალხური ცეკვის წრე. შემდგომში მოსწავლეთა და მშობელთა სურვილები გაათვალისწინებულ იქნება და შესაბამისად აისახება სკოლის სასწავლო გეგმაში.
2)მასწავლებლები ინფორმირებულ იქნენ სასკოლო კლუბებისა და წრეების ფუნქციონირებისთვის საჭირო საკითხებზე, იმაზე თუ რა პროცედურებთანაა დაკავშირებული კლასგარეშე აქტივობების, კონკრეტულად, კლუბებისა და წრეების არსებობა და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას სასკოლო ცხოვრების გასაჯანსაღებლად.
3)კლასის ხელმძღვანელებმა ჩაატარეს კლასის საათი მოსწავლეთა უფლება-მოვალეობების შესახებ, იმაზე, თუ როგორ მნიშვნელოვანია მათთვის ინიციატივების წარმოჩენა  განვითარებისათვის, აზრების შეჯერების შედეგად  გადაწყდა, რომ მოსწავლეთა ინიციატივები იქნება წახალისებული., სკოლის ადმინისტრაცია დაეხმარება ყველა მოსწავლეს მათთვის სასურველი არაფორმალური განათლების მიღებაში.
4) პედაგოგებისათვის გაზიარებული იქნება კლასგარეშე წრეებისა და კლუბების მუშაობის გამოცდილების შესახებ,ამ საკითხზე არსებული ლიტერატურის მიხედვით და სხვა სკოლების გამოცდილებიდან გამომდინარე.
თავი IV.
კვლევის ყველა შესაძლო პუნქტებისა და შედეგების მიხედვით, შემუშავდა რეკომენდაციები:
1. რეკომენდაციები
 აუცილებელია სკოლაში არსებობდეს საგნობრივი წრეები ან კლუბები. ამისთვის სკოლის ადმინისტრაციამ, თითოეულმა პედაგოგმა, გაითვალისწინოს მათი მოვალეობანი და პატიოსნად შეასრულონ პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის კლასგარეშე საქმიანობის დაგეგმვა.
ჩამოყალიბდეს მოსწავლეებისთვის  საგნობივი  წრეები, სადაც გათვალისწინებული იქნება მათი სურვილები,საჭიროებანი მათი ჩართულობისა და მონაწილეობის პრინციპების მიხედვით.
მასწავლებელთა თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით, გაუზიარონ ერთმანეთს  მუშაობის გამოცდილება, რათა დაინერგოს ტრადიციები არაფორმალური განათლებისა, გაკეთდეს ხშირი უკუკავშირები.
მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტით მუშაობა აუცილებელი გახდეს თ ით ოეული მასწავლებლისათვის.
საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციამ უზრუნველყოს პროფესიონალი მასწავლებლის დასაქმება მოსწავლეთა უკეთესი შედეგების მისაღწევად.
2.ინტერვენციის შეფასება
ჩვენი შეფასების მიზანს წარმოადგენდა, გაგვეგო პედაგოგების, ადმინისტრაციის აზრი სკოლაში არაფორმალური განათლების არსებობის აუცილებლობის საკითხთან მიმართებაში.
ინტერვენციის შეფასებისთვის გამოვიყენეთ:
ინტერვიუ საგნის მასწავლებლებთან,რომლებმაც( ხელოვნება, უცხო ენა, მუსიკა,ისტორია) გამოთქვეს სურვილი,რომ  შექმნიან წრეებს, დაეხმარებიან მოსწავლეებს ინდივიდუალურად მათი საჭიროებიდან გამომდინარე, ერთად შეიმუშავებენ წრისთვის გეგმას,დაადგენენ წრეში გაწევრიანების წესებს.კვლევის მასალების მიხედვით მეტი ინფორმაცია მიიღეს არაფორმალურ განათლებაზე, ისინი ამ სამუშაო პროცესისათვის ითხოვენ ადმინისტრაციის მხარდაჭერას, კარგი მუშაობის წახალისებისათვის.აღნიშნული პრობლემის გამოკვეთა, პედაგოგთა აზრით,სასარგებლო იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის და, საერთოდ,სკოლის კულტურული გარემოს ჩამოყალიბებისათვის.
ინტერვიუ ადმინისტრაციასთან:
ინტერვიუ მიზნად ისახავდა გაგვეგო ადმინისტრაციის მოსაზრება ინტერვენციებთან დაკავშირებით. როგორ შეაფასებდა განხორციელებულ ცვლილებებს? დანერგავდა თუ არა აღნიშნულ სიახლეს  მომავალი წლიდან. ადმინისტრაციის აზრით, ეს იყო დროული კვლევა, კვლევის შედეგები მისაღებია, სკოლაში არავის უკვლევია მოსწავლეთა საჭიროებანი თანმიმდევრულად, განსაკუთრებით არაფორმალური განათლების თვალსაზრისით - წრეებისა და კლუბების აუცილებლობის შესახებ.მოსწავლეთა და მათი მშობლების საჭიროებების განხორციელება სკოლის მთავარ მიზანს წარმოადგენს,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესრულება,სასწავლო პროცესის მართვა, დაგეგმვა, სწავლება არის ის მთავარი ორიენტირი ,რისი შესრულება და უზრუნველყოფა ევალება ყველას, ვინც სკოლასთანაა დაკავშირებული.დავეთანხმებით, იმ აზრს, რომ სასწავლო პროცესის დაგეგმვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კლასგარეშე საქმიანობა(წრეები, კლუბები...)რისი განხორციელებაც ადმინისტრაციის ხელშეწყობის და შეფასების გარეშე არ არსებობს.
მშობელთა ფოკუს-ჯგუფთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ შესაბამისი ინტერვენციები სასურველია, როგორც მათთვის ასევე მათი შვილებისთვისაც.ერთი მხრივ შვილების ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით, მეორე მხრივ, თავისუფალი დროის ორგანიზებისათვისაც.
რაც შეეხება მოსწავლეთა სპორტით დაინტერესებას, სასურველია რამდენიმე სპორტული სექციის სკოლაში ფუნქციონირებას ხელი შეუწყოს ადმინისტრაციამ.
3.დასკვნა
მოსწავლეთა კომპლექსური უნარების გასავითარებლად, რეკომენდირებულია სასკოლო საგნობრივი   წრეებისა და კლუბების არსებობა.
სასწავლო პროცესის დაგეგმვისას აუცილებელი კომპონენტია კლასგარეშე საქმიანობების დაგეგმვა, რაც გ ულისხმობს საგნობრივი  წრეებისა და კლუბების აუცილებლობას.
სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს აუცილებელია,  მეტი ჩართულობა მოსწავლების, მშობლების, მასწავლებლების მხრიდან,კორდინირებული მუშაობა და საჯაროობის მაღალი  ხარისხი, რითაც ამაღლდება სკოლის ავტორიტეტი და სანდოობა,  რაც სკოლის კულტურულ გარემოს დახვეწს.
პედაგოგთა თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, ხშირი უკუკავშირი პროფესიული ზრდის აუცილებელი კომპონენტია.




რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარებაზე
საჭიროების მიხედვით ვიღებდით კოლეგების უკუკავშირს, როგორც კვლევის მიმდინარეობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ. კვლევის მონაცემები, მისი შედეგები საინტერესო აღმოჩნდა  მათთვის.
პრობლემა აქტუალური იყო, სკოლის ყველა მასწავლებლისთვის, რადგანაც ამ მხრივ არავის უმუშავია  და ამ საკითხის გარშემო ნაკლებ ინფორმირებულები იყვნენ. თუმცა , რაც შეეხება ზოგიერთ საგანს : ხელოვნება, მუსიკა, რუსული- მასწავლებლები ეხმარებიან გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებს, მაგრამ  ამას წრის მუშაობის ფორმა არა აქვს, არ არის ფორმირებული, არ გააჩნიათ წინასწარ გაწერილი გეგმა, არ უკვლევიათ მოსწავლეთა საჭიროებანი, ზოგიერთმა გამოცდილმა მასწავლებელმა ისიც აღნიშნა, რომ მას ამ მხრივ გააჩნია გამოცდილება, ადრე მას ჰქონდა საგნობრივი წრე , სადაც მოსწავლეები იღრმავებდნენ ცოდნას მათთვის საინტერესო  საკითხების შესახებ.განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია პრობლემურ საკითხთან დაკავშირებულმა ლიტერატურამ ,წრეებისა და კლუბების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა. მასწავლებლები  ინტერესით შეხვდნენ საზღვარგარეთის გამოცდილებას, რომ წრეებისა და კლუბების არსებობა სავალდებულოა და ასევე წახალისებულია.კვლევის მიზნიდან  გამომდინარე,კოლეგის დახმარებით, მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით გავარკვიეთ ,რომ წრეები და კლუბები, ანუ მოსწავლეთა არაფორმალური განათლება აუცილებელია,საჭიროა წახალისდეს მოსწავლეთა ინიციატივა, რაც თანამედროვე სკოლისთვის აუცილებლობაა. ინტერვენციების შედეგად, გამოიკვეთა მზაობა, როგორც ადმინისტრაციის ასევე მასწავლებლების მხრიდან, რომ ახალი სასწავლო წლის სკოლის გეგმაში აუცილებლად წახალისდება მოსწავლეთა და მშობელთა საჭიროებანი, კოორდინირებული მუშაობით, ჩამოყალიბდება წრეები და კლუბები,მასწავლებლები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით წარმართავენ საწრეო თუ საკლუბო მუშაობას. პერიოდულად გააკეთებენ უკუკავშირს, პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების გაზრდის თვალსაზრისით.რაც, მათი აზრით, აუცილებელია სკოლის კულტურული გარემოს სრულყოფისათვის.
ვფიქრობთ,რომ ჩატარებული  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საჭიროების კვლევა წინ გადადგმული ნაბიჯია სკოლის პრობლემების მოგვარების გზაზე.ეს ვითარების გაუმჯობესების ინოვაციური საშუალებაა,ჩვენი აზრით, კოლეგებისთვის ღირებულია თითოეული პრაქტიკული მაგალითი კვლევისა.კვლევის შედეგებს საკუთარი ინიციატივით აუცილებლად გავუზიარებთ სხვა სკოლებსაც...
უნდა აღინიშნოს კოლეგების დაინტერესება კვლევის საკითხებთან , მის სტრუქტურასთან დაკავშირებით, მათ აინტერესებთ თითოეული ეტაპი კვლევისა. კოლეგებმა გვთხოვეს,მათთვის დეტალურად გაგვეცნო კვლევის მეთოდები და გაგვეწია ფასილიტაცია პრობლემის იდეტიფიცირების ეტაპზე, რათა სწორად წარმართონ შემდგომში კვლევა.
 

ბიბლიოგრაფია
1.მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევი,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2014წელი.
2.ჟურნალი ,,მასწავლებელი“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი,2010წ.ნომერი  პირველი.
3.ჟურნალი ,,მასწავლებელი“, მასწ.პროფ.განვით.ცენტრი,2013წ.ნომერი 5.
4.ჟურნალი ,,მასწავლებელი“, მასწ.პროფ.განვით.ცენტრი,2010წელი,ნომერი 6.
5.სალომე გორგოძე,სტატიები, განათლება,2016წელი,ინტერნეტი.






No comments:

Post a Comment