პროექტები

 პროექტი "მოგზაურობა წელიწადის დროებთან ერთად".

ეს ზაფხულს ეძღვნება.
პროექტის მიზანი :მხატვრული მეტყველების განვითარება,თანამშრომლობის,კომუნიკაციის,უნარების სრულყოფა.
ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენება მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად.











                  სასწავლო     პროექტი
                  პროექტის გეგმა
                                                      
პროექტის დასახელება
წელიწადის დროებივით ფერადია სიტყვა, მოდით, გავუსინჯოთ გემო...
პროექტის ხელმძღვანელი
დალი კვარაცხელია
სამიზნე ჯგუფი
მეხუთე კლასი
პროექტის ხანგრძლივობა
25 ნოემბერი, 2016- 2ივნისი 2017
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობა
სასწავლო წლის დასაწყისიდან ერთი თვის განმავლობაში ვაკვირდებოდი მეხუთე კლასს. დავინახე პრობლემა.გამართულად ვერ მეტყველებდნენ, არ ესმოდათ ბევრი სიტყვის მნიშვნელობა, უჭირდათ გააზრება, კომუნიკაცია ტექსტთან, ზოგიერთი მოსწავლე კითხულობდა ჩქარა, მაგრამ არაგააზრებულად, მათ წაკითხული არანაირ სიამოვნებას არ ანიჭებდათ.გადავწყვიტე პროექტის განხორციელება, რითაც მათ თანდათან დავეხმარებოდი  პრობლემის გადაჭრაში,  რომ მათ  შეძლებოდათ: გააზრებული, ნელი კითხვა, სიტყვებზე დაკვირვება, სიტყვის კონტექსტში დანახვა ,სიტყვის შეგრძნება:მაგ; როგორ იქნება უკეთესი ამა თუ იმ სიტყვის წარმოთქმა, როგორია მხატვრული კითხვა,ნასწავლის რეფლექსია , საკითხისადმი
კომპლექსური მიდგომა , რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი  სასიამოვნოს გახდის  სწავლის პროცესს და თავისთავად გაჩნდება კითხვის სურვილი.
     რადგანაც მეხუთე კლასელები წელიწადის დროებს იცნობენ, გადავწყვიტე, წელიწადის დროებზე მოგვეძია ტექსტები, რათა უფრო საინტერესო ყოფილიყო  მოსწავლეებისათვის.
პროექტის მიზნები
ტექსტების მოძიება, შერჩეული ტექსტების დამუშავება, ლექსიკურ ერთეულებზე დაკვირვება  ნელი,მხატვრულად წაკითხვის შესწავლა მეტყველების კულტურის ამაღლებისათვის და კითხვისგან  სიამოვნების მისაღებად.


პროექტის ამოცანები
მოკლე,
 ასაკთან შესაბამისი ტექსტების შერჩევა წელიწადის დროების მიხედვით(ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული)
შერჩეული ტექსტის წაკითხვა;
 მოსწავლეებთან ერთად;
მნიშვნელოვანი სიტყვების მარკირება;
სიტყვების კონტექსტში განხილვა;
სიტყვის წარმოთქმაზე მუშაობა;
მხატვრულ კითხვაზე მუშაობა( ხმის აწევა, დაწევა,სიტყვის წამღერება, ბგერების მკვეთრად წარმოთქმა;
ცალცალკე დამუშავებული ტექსტების თემატურად დალაგება;
კომპოზიციის შედგენა;
ვიდეოკამერით ჩაწერა;
დამონტაჟება, Movie Meiker-ში აწყობა.
პრეზენტაცია-კლასში წარმოდგენა;
საკუთარ მეტყველებაზე დაკვირვება;
რეფლექსიის დაწერა, ანუ რა? როგორ? რას მივაღწიე?
პროექტის მოსალოდნელი შედეგები












გრძელვადიანი შედეგები
დახვეწილი მხატვრული მეტყველება;
ტექტებთან აქტიური კომუნიკაცია;
ნელი, გააზრებული, ემოციური კითხვა;
აქტიური კომუნიკაცია ვიდეოკამერასთან;
განვითარებული  სოციალური უნარები( თანამშრომლობა, ემპათია, ურთიერთსწავლება);
საკუთარ სწავლაზე დაკვირვების უნარი. რეფლექსიის გაკეთება, ინდივიდუალური პორტფოლიოების შექმნა;
პრეზენტაციის უნარების განვითარება;
მოტვაციის უნარების (პროექტის შემდგომი გაგრძელების სურვილი)გაძლიერება;
დახვეწილი კულტურული მეტყველება;
წიგნიერების მაღალი დონე;
განვითარებული სოციალური უნარები;

პრეზენტაცია, პროექტის შედეგების წარდგენა
პროექტის შედეგების წარმოსადგენად გავმართეთ პრეზენტაცია, პრეზენტაცის დაესწრნენ მშობლები, მასწავლებლები. წარმოვადგინეთ პროექტის მიმდინარეობისას გაკეთებული ვიდეორგოლები: ,,ზამთარი“, ჩემი ზამთარი“, ,,გაზაფხულის პოეზია“, ,,ზაფხული- სიხარულის ესტაფეტა“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პორტფოლიოები  წაიკითხეს უკუკავშირები;მშობლებმა და მასწავლებლებმა
გამოთქვეს კმაყოფილება;
პროექტის შეფასება
პროექტზე ხანგრძლივად ვიმუშავეთ. იყო მეტად საინტერესო, შრომატევადი უდავოდ, ეს პირველ ვიდერგოლშიც ჩანს, თუმცა შემდეგი ვიდეოები , რა თქმა უნდა, უკეთესი გამოვიდა, რადგანაც ხანგრძლივი, შრომატევადი მუშაობის შედეგად დაიხვეწა მოსწავლეთა მეტყველება, ისინი ერთმანეთს ეხმარებოდნენ
ამ ხნის განმავლობაში.
ჩვენი პროექტის მიზანს წარმოადგენდა  სიტყვების გაგება- გააზრება კონტექსტში,ნელი კითხვა,მხატვრული მეტყველების შესწავლა.
კომუნიკაცია ტექსტებთან.
 მიზანს მივაღწიეთ სხვადასხვა ტექსტებზე მუშაობით, სიტყვებზე დაკვირვებით, მხატვრული კითხვის სხვადასხვა ინსტრუმენტის დაუფლებით.
პროექტის მუშაობაში ჩართული იყო ყველა მეხუთეკლასელი.
პროექტი ყველაზე წარმატებული იყო ჩაწერის მომენტში, რადგანაც მოსწავლეები თვითდაჯერებულები, მოტივირებულნი ასრულებდნენ  ხალისით მათთვის საინტერესო აქტივობებს, მათ ამ პროექტით მიიღეს სარგებელი: უკეთესად კითხულობენ, გაიზრებენ ტექსტს, იციან როგორ გაიაზრონ  სიტყვები კონტექსტის მიხედვით, შეუძლიათ როგორც ტექსტთან, ასევე კამერასთან კომუნიკაცია, თანამშრომლობენ, აკვირდებიან საკუთარ სწავლას, აქვთ საპრეზენტაციო  უნარები;
დაეუფლნენ მხატვრული კითხვის უნარებს.
პროექტის მოდიფიცირება არ დაგვჭირვებია.
მსგავს პროექტზე მუშაობისას შევცვლით თემატიკას მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით. გამოცდილებას გავუზიარებთ მეზობელი სკოლის კოლეგებსაც.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ პროექტებით სწავლება საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარების, ცოდნის და დამოკიდებულებების გასავითარებლად.



                                               პროექტის რეფლექსია

           პროექტი განხორციელდა. ჩავატარეთ მიზნით გათვალისწინებული ყველა აქტივობა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა: ტექსტების მოძიება, შერჩეული ტექსტების დამუშავება, ლექსიკურ ერთეულებზე დაკვირვება  ნელი,მხატვრულად წაკითხვის შესწავლა მეტყველების კულტურის ამაღლებისათვის და კითხვისგან  სიამოვნების მისაღებად.  კონკრეტული მიზნის მისაღწევად
განხორციელდა რიგი აქტივობები: მაგალითად, ჯერ მოვიძიეთ მოკლე, გასაგები ტექსტები ზამთარზე,რადგანაც პროექტი ნოემბრის ბოლოდან დავიწყეთ, ვამჯობინეთ ზამთარზე მოგვეძია მასალები. მასალების შერჩევაში ჩემთან ერთად მონაწილეობდნენ მოსწავლეები, ზოგიერთი ნაცნობი ტექსტიც ავიღეთ, ტექსტების შერჩევისას გავითვალისწინე მოსწავლეთა საერთო შესაძლებლობები და , რასაკვირველია, მათი სურვილები.მათი საყვარელი რამდენიმე ტექსტი დავამუშავეთ კლასში. მოსწავლეებს ტექსტი უნდა გაეაზრებინათ, გაეხაზათ ის სიტყვები, რომელიც მოსწონდათ, ან კიდევ ტექსტის გაგებისთვის სჭირდებოდათ. შემდეგ ეს სიტყვები უნდა დაეხასიათებინათ, წაემღერათ, მოკლედ სიტყვის გემო გაესინჯათ, სხვა კონტექსტში გამოეყენებინათ  მათი საყვარელი სიტყვა. სიტყვების მარკირების და ტექსტის გააზრების შემდეგ  ნელა უნდა წაეკითხათ ტექსტი, ტექსტის გააზრებული კითხვის შემდეგ გადავედით მომდევნო აქტივობაზე- ტექსტი უნდა წაეკითხათ ემოციურად, მათთვის საყვარელი სიტყვები ტექსტში უნდა წარმოეთქვათ ხმამაღლა, წამღერებით, თბილად ან მკაცრად, დაეცვათ პაუზები, ხმის ტემბრი მოემართათ  საკუთარი ემოციის და ტექსტის მთავარ სათქმელის გათვალისწინებით. ამ  აქტივობებს ვიყენებდით ხშირად, თანმიმდევრულად, სისტემატურად მიზნის მიღწევამდე. მოსწავლეები სიხარულით აკეთებდნენ ამ ყველაფერს:  თანამშრომლობდნენ, ერთმანეთს ასწავლიდნენ. რეფლექსიის  ეტაპზე ისინი   ხმამაღლა საუბრობდნენ თავიანთ ემოციებზე, იმაზე თუ რა გამოსდიოდათ კარგად, რა - ვერა. სვამდნენ უამრავ კითხვას შედეგის გასაუმჯოსებლად. პროექტში ჩართული იყო მთელი კლასი. თუმცა მოსწავლეები თავად დაიყვნენ ჯგუფებად. ისინი პატარა ჯგუფებში უკეთესად ასრულებდნენ დავალებებს. გამართული მხატვრული კითხვის დასწავლის შემდეგ,მიეცათ ასეთი დავალება: კომპოზიციურად, თემატურად დაელაგებინათ სათქმელი. შესანიშნავად გაართვეს ამ აქტივობას თავი. დაალაგეს სათქმელი  თანმიმდევრობით. ოთხი მეცადინეობა დასჭირდა კომპოზიციის სრულყოფას, რომელსაც სახელი თავად დაარქვეს ,,ჩვენი ზამთარი“.
       პროექტი ყველაზე წარმატებული იყო კომპოზიციის დახვეწილად წარმოდგენის მომენტში. შემდეგ აქტივობას წარმოადგენდა ვიდეო გადაღება, ამ ეტაპისთვის ჩაწერა მოხდა კლასში, მოსწავლეები, რადგანაც პირველად იდგნენ კამერასთან, მართალია, ღელავდნენ, ეს მათ ვიდეოსაც ეტყობა, თუმცა ჩაწერა განვახორციელეთ. ამითი პროექტის ეს აქტივობა წარმატებულად ჩავთვალეთ, შემდეგ უფროსი კლასელების დახმარებით დავამონტაჟეთ ვიდეო,Movie Meiker-ში, დავურთეთ კლასიკური მუსიკა, დავარქვით ,,ჩვენი ზამთარი“ და ,,ზამთარი“ ვიდეო ორჯერ გადავიღეთ, რათა   ყველა  მეხუთეკლასელი ჩაგვერთო.(ვიდეო იხ.YouTube-,,ჩემი ზამთარი“, ,,ზამთარი“.)
     შემდეგი აქტივობა იყო ამ ვიდეოების კლასში მოსმენა, დაკვირვება საკუთარ მეტყველებაზე, რა გავაკეთეთ, რა ვერ გავაკეთეთ, რა უნდა გავაკეთოთ? მოსწავლეებმა დაწერეს რეფლექსია, რომელიც წაიკითხეს კლასში, ხოლო შემდეგ  მოათავსეს თავიანთ პოტფოლიოებში. მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი პროექტი გაგვეგრძელებინა. მსაგავსი აქტივობებით გვემუშავა, გაზაფხულის თემატიკაზე, ზუსტად განვახორციელეთ  იდენტური აქტივობები, ერთი განსხვავებით ,  უკვე მოსწავლეებისთვის უცხო არ იყო ვიდეოკამერა და გადავიღეთ გაზაფხულის ვიდეო კურორტ სქურში, გადაღებას ესწრებოდნენ მშობლები, მოსწავლეთა მოტივაცია იყო განსაკუთრებული. (იხ. ვიდეო ,,გაზაფხული“, YouTube)ამას მოჰყვა რეფლექსია, ისევ საკუთარი სწავლის შესახებ და სურვილი პროექტის შემდეგი აქტივობის განხორციელებისა, ეს უკვე ეხებოდა  ზაფხულს, რომელსაც სახელად დავარქვით: ,,ზაფხული- სიხარულის ესთაფეტა“.(იხ. ვიდეო YouTube ,,ზაფხული- სიხარულის ესთაფეტა“) ეს იყო  შედარებით უკეთესი, ანუ პროექტმა  შემდეგი  სარგებელი მოუტანა მოსწავლეებს:მოტივ აცია აუმაღლა, კითხვა სასიამოვნო პროცესი გახდა მათთვის, შეუძლიათ კომუნიკაცია, როგორც ტექსტთან, ასევე კამერასთან, შეუძლიათ ორგანიზება, თანამშრომლობა, აქვთ დახვეწილი მხატვრული მეტყველება, აკეთებენ საკუთარი სწავლის რეფლექსიას. პროქტის აქტივობებს დავამატეთ პორტფოლიოს შექმნა, პროექტის პროდუტს წარმოადენს მიღწეული შედეგები, ოთხი სასწავლო რესურსი, მოსწავლეთა პორთფოლიო.
მომავალში გავაგრძელებთ პროექტებით სწავალებას, გავითვალისწინებთ მოსწავლეთა სურვილებს და შევცვლით მიზანს და თემატიკას.


პროექტის მონიტორინგისა და შეფასების კრიტერიუმები

კრიტერიუმები
ცუდი
საშუალო
კარგი
საუკეთესო
პროექტი შეესაბამება მოსწავლეთა ასაკს




მოსწავლეებს შეუძლიათ უცნობი ტექსტის დამუშავება




შეუძლიათ სიტყვებზე დაკვირვება




კითხულობენ მხატვრულად




შეუძლიათ ნასწავლის ორგანიზება




შეუძლიათ ვიდეოკამერასთან

 კომუნიკაცია, აქვთ პრეზენტაციის საწყისი უნარები






შეძლებენ პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს რეფლექსიას











                                         სოციალური   პროექტი-თემთან ერთად, თემში
                                                           პროექტის გეგმა
პროექტის დასახელება
,,თემთან ერთად და თემში- ვუქომაგოთ გარემოს“
პროექტის ხელმძღვანელი
დალი კვარაცხელია
პროექტის სამიზნე ჯგუფი
ჯგალის საჯარო სკოლის მერვეკლასელები
პროექტის ვადები
25.05.-6.06.
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობა
გარემოს დაცვის კულტურის დაბალი დონე საზოგადოებაში. ეს დღევანდელობის აქტუალური პრობლემაა, მოსახლეობას არა აქვს მზაობა: ბუნების დაცვის,  სისუფთავის შენარჩუნების, წყაროების, მდინარის სანაპიროების მოვლის, გამწვანების.
სწორედ ამ პრობლემების მოგვარების მცდელობისკენ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი პროექტი.თითოეული მოქალაქის, დიდის თუ პატარის საზრუნავი უნდა გახდეს გარემო თემში თუ სხვაგან.სწორედ ეს არის გამოწვევა,რაც, თითოეული ადამიანის პირდაპირი მოვალეობაა.
პროექტის მიზანი
მოსწავლეებმა შეისწავლონ,გაიგონ,დაგეგმონ და მონაწილეობა მიიღონ თემთან ერთად ბუნების დასაცავად განხორციელებულ ღონისძიებებში.
პროექტის  ამოცანები და განხორციელების გზები
აქტივობა 1.მოსწავლეები  გაეცნობიან ლიტერატურას გარემოს დაცვაზე.
აქტივობა2.ვინ არის ბუნების ქომაგი?- ექნებათ დისკუსია სპეციალური ლიტერატურის განხილვის შემდეგ.
აქტივობა 3. მასწავლებელთან ერთად დაგეგმავენ  ბუნების დაცვისკენ მიმართულ ღონისძიებებს.
აქტივობა 4. მასწავლებელი თემის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს შემუშავებულ გეგმას და თანამშრომლობს მათთან.
აქტივობა 3. ბუნების დაცვისთვის პლაკატების დამზადება( ხატვის ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების მიერ.),,ნუ დაყრი ნაგავს“,დაკეტე ონკანი“,  ,,გაუფრთხილდი წყაროს“, ,,მოსპე სარეველა“.
აქტივობა4. დამზადებული პლაკატების გაკვრა
თვალსაჩინო ადგილას, წყაროებთან, მდინარის სანაპიროზე..
აქტივობა5. მოსწავლეები თემის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერებენ ონკანებს, რათა დაიზოგოს ბუნებრივი რესურსი.
აქტივობა 5.5 ივნისს-გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ ჭანისწყლის სანაპირზე, წაიკითხავენ ამონარიდს გივ
ი გეგეჭკორის წიგნიდან:,,დედაბუნება“. გაეცნობიან ბუნების ცნობილ ქომაგებს, იუნესკოს გადაწყვეტილების შინაარსს,
ჩამოწერენ რას გულისხმობს მწერალი ბუნების ქომაგობაში.
აქტივობა  6. მოსწავლეები, თემის წარმომადგენლებთან ერთად დაასუფთავებენ თემის ორ წყაროს სარეველებისგან.
აქტივობა 7. ჭანისწყლის სანაპიროს დასუფთავება.
აქტივობა 8. მოსწავლეთა პრეზენტაცია და უკუკავშირი  დაგეგმილი პროექტის სამუშაოების შესრულების შესახებ.


მოსალოდნელი შედეგები
     მოსწავლეთა ამაღლებული ცნობიერება ბუნების დაცვის საკითხებზე.
     თემთან ერთად მუშაობის გამოცდილება.
       საკუთარი სამუშაოს დაგეგმვის და პასუხისმგებლობის გაზრდილი უნარები.
       დასუფთავებული წყაროები, მდინარის სანაპირო.
          დადებითი შეგრძნებები, ტოვებს საუკეთესო მოგონებებს სკოლისა და გარემოს შესახებ.
       საკუთარი საქმიანობების შეფასების, კომუნიკაციის განვითარებული უნარები.
        გაზრდილი პასუხისმგებლობის უნარი.

პროექტის შეფასება 
პროექტის  მიხედვით ფასდება შემდეგი უნარები: პრობლემის განსაზღვრა, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, საქმიანობის ორგანიზება, შემოქმედობთობა, შედეგების ანალიზი. პრობლემის გადაჭრის, გადწყვეტილების მიღების უნარები( პროექტის შეფასების რუბრიკა იხ. დანართი1.)

პროექტის განმავლობაში გამოყენებული რესურსები
 წიგნი, პლებჩატი, მარკერი სხვადასხვა ფერის,პარკები, წებოიანი ლენტა, ვიდეოკამერა...



























დანართი  1.
სასწავლო პროექტის შეფასების ცხრილი
კრიტერიუმი
კარგი
საშუალო
სუსტი
შენიშვნა
პრობლემა. აქტუალურია და ცხადადაა დასაბუთებული




მიზანი. კონკრეტული, მიღწევადი და გაზომვადია




ამოცანები. თითოეული ამოცანა შეესაბამებაპროექტის მიზანს





შედეგი. შედეგი რეალურია და შეესაბამება მიზანს.




რესურსები. ზუსტადაა განსაზღვრული პროექტით გათვალისწინებული საქმიანობისთვის.




დიზაინი. პროექტი ლაკონურადაა აგებული, დაწერილია მარტივი, გასაგები ენით.

























დანართი 2.
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარები
გუნდში წარმატებული თანამშრომლობა

მოსწავლეთა მოტივაცია და მისი განპირობებელი  მიზეზები

აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რამ განაპირობა მათი პასიურობა














                              რეფლექსია პროექტის განხორციელებაზე


           პროექტის ფარგლებში დასახული მიზნები შესრულებულ იქნა: მოსწავლეებმა შეისწავლონ,გაიგონ,დაგეგმონ და მონაწილეობა მიიღონ თემთან ერთად ბუნების დასაცავად განხორციელებულ ღონისძიებებში- ასეთი იყო დასახელებული პროექტის მიზანი.მოსწავლეებმა აიმაღლეს ცოდნა ბუნების დაცვის საკითხებზე, წაიკითხეს ლიტერატურა, გაიგეს, დაამუშავეს ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც ადრე არ იცოდნენ გარემოს დაცვაზე,ის თუ რა არის ქომაგობა გარემოზე., ვინ იყვნენ   ბუნების ქომაგები და ა. შ.  ამის შემდეგ  თვითონ   დაგეგმეს ბუნების დაცვის აქტივობები, სადაც მონაწილეობა მიიღეს თემის წარმომადგენლებმა.სახელდობრ: დაამზადეს პლაკატები წარწერებით. გააკრეს თვალსაჩინო ადილებში. თემის წარმომადგენლებთან ერთად დაასუფთავეს მდინარის სანაპირო და თემში არსებული წყაროები. სარეველებისაგაან   დასუფთავდა რამდენიმე წყარო,მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ და გამოთქვეს სურვილი პროექტის გაგრძელებისა.
       აქტივობები ხელს უწყობს პროექტის შედეგების მიღწევას.პროექტის შედეგები კი ასეთი იყო:     მოსწავლეთა ამაღლებული ცნობიერება ბუნების დაცვის საკითხებზე.
     თემთან ერთად მუშაობის გამოცდილება.
       საკუთარი სამუშაოს დაგეგმვის და პასუხისმგებლობის გაზრდილი უნარები.
       დასუფთავებული წყაროები, მდინარის სანაპირო.
       დადებითი შეგრძნებები, ტოვებს საუკეთესო მოგონებებს სკოლისა და გარემოს შესახებ.
            საკუთარი საქმიანობების შეფასების, კომუნიკაციის განვითარებული უნარები.
        გაზრდილი პასუხისმგებლობა.
        სწორედ, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები გვავალდებულებს მოსწავლეებს აუმაღლდეთ  ბუნებისდაცვითი ცნობიერება,იყვნენ აქტიური მოქალაქეები, რომელთაც შეეძლებათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღწევა.
        პროექტი იყო მოკლე ვადიანი, ამიტომაც განხორციელებული აქტივობები ამ შედეგის მისაღწევად საკმარისად ჩავთვალეთ. პროექტის აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეებს,  მათი გამოცდილება საკმარისი აღმოჩნდა  მიზნის და შედეგის მისაღწევად. კლასში არსებული ადამიანური რესურსი , მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს: დახატვა, ინფორმაციის მონიშვნა წიგნში, მათზე საუბარი. პლაკატების დამზადება, წებოვანი ქაღალდით მათი გაკვრა თვალსაჩინო ადგილას. თემის წარმომადგენელთან ერთად დასუფთავება, პარკების მოძიება, ნაგვის გატანა, წყაროების დასუფთავება სარეველებისგან და ა. შ.
პროექტის გეგმით გათვალისწინებულია პროექტის შეფასება , რომელიც დანართის სახით ახლავს პროექტს, ასევე შეფასებისთვის, ე.ი. მონიტორინგისთვის პროექტს ახლავს მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი ისევ  დანართის სახით. ამ ცხრილებით შესაძლებელია პროექტის მიმდინარეობისა და  შედეგის შეფასება.
     მოსწავლეები, მთელი კლასი, აქტიურად იყო ჩართული პროექტის განხორციელების საქმეში. ისინი  თვითონ გეგმავდნენ, აქტივობებს, იდეა მათგან მოდიოდა, ძალიან უნდოდათ სოფლის წყაროების ნახვა და მათი დასუფთავება. მათი უკუკავშირი იყო საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ აფასებდნენ  ისინი თავიანთ საქმიანობას, შეიძლება ითქვას, რომ ამ სახის პროექტები ძალიან იზიდავთ და სურვილი აქვთ გააგერძელონ პროექტზე მუშაობა.
    პროექტის განხორციელებისას ხელის შემშლელ ფაქტორად შეიძლება ჩათვლილიყო უამინდობა, თუმცა პროგნოზის წინასწარი დათვალიერებით ეს საფრთხეც აღმოიფხვრა.პროექტი წარმატებული იყო, მიზნის შესაბამისად წარიმართა და ყველაზე წარმატებული იყო დასუფთავების აქცია.პროექტის მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა, ბუნების დაცვაზე გაიგეს მეტი,აქვთ გაზრდილი პასუხისმგებლობა და მაღალი მოტივაცია პროექტის გაგრძელებისა.ასეთი სოციალური პროექტები  საურველია ხშირად ტარდებოდეს  თემის წარმომადგენლების ჩართულობით, რაც საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისათვის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების დასაგეგმად.მომავალში გავითვალისწინებ მოსწავლეთა სურვილებს, რომ დავგეგმოთ მსგავსი ტიპის პროექტები.




                                                    სასწავლო პროექტი
                                                        პროექტის გეგმა


პროექტის დასახელება
,,სასიყვარულო ისტორიები“
პროექტის ხელმძღვანელი
დალი კვარაცხელია
პროექტის სამიზნე ჯგუფი
მეთერთმეტე კლასი
პროექტის ვადები
2016 წლის ნოემბერი-2017 წლის მარტი
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობა
რეალობა ასეთია,   მოსწავლეებმა თითქოსდა ზურგი აქციეს წიგნებს, იმდენს არ კითხულობენ, რადგანაც უფრო მეტად საჭირო ინფორმაციებს იღებენ ინტერნეტიდან. ჩვენ გადავწყვიტეთ, წავიკითხოთ სერგი ჭილაიას ,,ეკატერინე ჭავჭავაძე“.გავეცნოთ ამ ადამიანის გარშემო არსებულ წრეს, ქართველ თავადაზნაურთა კოჰორტას,ჩვენს საყვარელ რომანტიკოსებს. მეტი გავიგოთ იმ დროზე,
 როცა ეს დიდებული ადამიანები ცხოვრობდნენ.ერთი წიგნის ფარგლებში გავიგებთ ეპოქაზე ბევრს და იმ დროინდელ ამბებს დავუკავშირებთ თანამედროვეობას, გამოვიყენებთ სწავლებისას  ტექნოლოგიებს.ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას,კონკრეტული ეპოქის შესახებ, კლასი უფრო ემპათიური გახდება, რადაგანაც მათ აქვთ კონკრეტული დავალებები ჯგუფებში, განივითარებენ კომუნიკაციის, თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნების უნარებს, პროექტში ჩართული თითოეული მოსწავლე  დაეუფლება
ტექნოლოგიებს, აუმაღლდებათ წიგნიერების დონე, კავშირები და ურთირთობები გაიზრდება.

პროექტის მიზანი
წიგნიერების ამაღლება,ტექნოლოგიების დაუფლება, დისტანციური სწავლება თანამედროვე სასკოლო ცხოვრების გასაახლებლად და ქსელური კავშირების დასამყარებლად.
მოსალოდნელი შედეგები









გრძელვადიანი შედეგები
მოსწავლეები  წაიკითხავენ მითითებულ ლიტერატურას.ტექნოლოგიების საშუალებით დაეუფლებიან ახლ ინსტრუმენტებს,კონკრეტულად,აქტივობებს განახორციელებენ ტექნოლოგიების დახმარებით.
თანამშრომლობის კულტურას აიმაღლებენ, როგორც კლასში,ასევე  სკოლებს შორის  დამყარდება  კავშირები.



წიგნიერების დონის ამაღლება
დისტანციური სწავლების დანერგვა
ქსელური კავშირების დამყარება

პროექტის ამოცანები და განხორციელების გზები
წიგნის არჩევა-,,სერგი ჭილაია ,,ეკატერინე ჭავჭავაძე“.
წიგნის დამუშავება- საკლასო აქტივობები- პრეზენტაციები.
შეხვედრა ეკატერინე ჭავჭავაძის შთამომავალ ალენ მიურატთან, სოფელ ჭკადუაშში.
ინტერვიუ ალენ მიურატთან.(იხ.ვიდეო YouTub)
რეპორტაჟი დადიანების მუზეუმიდან.
სკაიპ გაკვეთილი ქუთაისის, თბილისის,ჯგალის სკოლებს შორის.
პროექტის პრეზენტაცია სკოლაში.


პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებ
აქტივობა 1.პროექტის იდეის გაზიარება მოსწავლეებისათვის.

 აქტივობა 2.წიგნის არჩევა
    აქტივობა 3.  ქსელური კავშირის დამყარება,
სკოლებთან დამეგობრება, საერთო გეგმის შემუშავება.
აქტივობა 4.პროექტის გეგმის შემუშავება, დავალებების განაწილება.
აქტივობა 5. წიგნის კითხვა
აქტივობა 6. ,,მკითხველთა ბარათები და მკითხველთა კონფერენცია“- აქტივობით მუშაობა.
აქტივობა 6.პრეზენტაციების მომზადება  პოუერ პოინტში, მოვოიე მეიკერში, სვეიში.
აქტივობა  7. შეხვედრა ეკატერინე ჭავჭავაძის შთამომავალთან,  ინტერვიუ  მასთან.
აქტივობა 8. რეპორტაჟი ზუგდიდის დადიანების მუზეუმიდან.
აქტივობა 9. სკაიპ გაკვეთილის ჩატარება თბილისის, ქუთაისის, ჯგალის სკოლებს შორის-გამოცდილების გაზიარება.

პროექტის შედეგები








გამოყენებული რესურსები
წიგნიერების მაღალი დონე მოსწავლეებში
ტექნოლოგიების powerpoint,moviemaker,sway,onenote,Microsoft -ის პროგრამების დაუფლება.
კომუნიკაციის მაღალი უნარები
თანამშრომლობა,ქსელური კავშირების ქონა.
მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია,სურვილი ახალი პროექტის გაკეთებისა.

წიგნი-სერგი ჭილაია ,,ეკატერინე ჭავჭავაძე’’,კომპიუტერი,ინტერნეტი,თაბახი,მარკერი,პროექტორი.

ვიდეოკამერა.







პროექტის შეფასების კრიტერიუმები
შედეგი
ცუდად
საშუალოდ
კარგად
საუკეთესოდ
პროექტის მიზანი ნათელია,კონკრეტული და გაზომვადი.




პროექტის მიზანი და შედეგი ეთანხმება ერთმანეთს




აქტივობები ხელს უწყობს დასახული შედეგების მიღწევას




პროექტის მუშაობაში მოსწავლეთა  ჩართულობის ხარისხი




პროექტის აქტივობები სრულებულია,გათვალისწინებულია ყველა კონპონენტი.











  
პროექტი ,, სასიყვარულო ისტორიები’’
რეფლექსია პროექტის განხორციელებაზე


ჩვენი პროექტი მეტად საინტერესო იყო.მოიცავდა ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით პერიოდს. ამ ხნის განმავლობაში მოსწავლეები მაღალი მოტივაციით იყვნენ ჩართულები გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებაში.
  პროექტის მიზნები მიღწეულ იქნა დაგეგმილი აქტივობების მეშვეობით.პროექტის ინიციატივა მოდიოდა მასწავლებლისგან,თუმცა პროექტი დაიგეგმა მოსწავლეებთან ერთად.წასაკითხად აირჩიეს სერგი ჭილაიას ,,ეკატერინე ჭავჭავაძე’’,რადგანაც პროგრამულად მეთერთმეტე კლასი გადის რომატიკოსებს,ამდენად ცოდნის გაღრმავებისთვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა ეს წიგნი.აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად.წიგნის ორგანიზებული კითხვისთვის ავირჩიეთ მოსწავლეებისათვის ცნობილი მეთოდი:,,მკითხველთა ბარათები და მკითხველთა კონფერენცია’’,რომელიც ითვალისწინებს წინასწარ ფუნქციების განაწილებას ,დამოუკიდებელ კითხვას. მოსწავლეები წიგნს ამუშავებდნენ ერთი თვის განმავლობაში.შემდეგ აქტივობას წარმოადგენდა მათი პრეზენტაციები წიგნის სხვადასხვა ეპიზოდებზე,თან წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა უკუკავშირი,რა ემოციები აღძრა მათში წიგნის ამა თუ იმ ეპიზოდმა.პრეზენტაციები ჩაწერილ იქნა და განვათავსეთ onenote-ში. შემდეგ გადავწყვიტეთ ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაში შეხვედრა ეკატერინე ჭავჭავაძის შთამომავალთან-ალენ მიურატთან,ჩემი მოსწავლეების აზრით,ყველაზე შთამბეჭდავი იყო პროექტის ეს აქტივობა,რომელიც მათ დიდხანს ემახსოვრებათ.ეკატერინე ჭავჭავაძის შესახებ ცნობები შეივსო.საინტერესო იყო ინტერვიუ ალენ მიურატთან.(იხ.youtube )
 შემდეგ აქტივობას წარმოადგენდამრეპორტაჟი დადიანების სახლ-მუზეუმიდან.მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ შთაბეჭდილებებზე.ძალიან შთამბეჭდავი იყო skype გაკვეთილი თბილისის, ქუთაისის, ჯგალის სკოლებს შორის.ისინიც იყვნენ ჩართულები პროექტში,თუმცა მათ სხვა წიგნები ჰქონდათ წაკითხული,მაგრამ მიზანი ერთი იყო,წიგნიერების დონის ამაღლება,დისტანციური სწავლების დანერგვა,ქსელური კავშირების დამყარება.საინტერესოდ წარიმართა გაკვეთილები.განაწილებული დრო ზუსტად გამოვიყენეთ.მოსწავლეებმა გაიცნეს ერთანეთი.პედაგოგებს დღესაც გვაქვს ურთიერთობები და სამომავლო გეგმები.
  დასკვნის სახით შეიძლება ითქვას,რომ ამგვარი პროექტები სასკოლო გარემოს გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა,სამომავლოდ აუცილებელია მსგავსი პროექტების განხორციელება სხვადასხვა მიზნებითა და მიმართულებებით. 










No comments:

Post a Comment