ჩემ შესახებ

        მე ვარ დალი კვარაცხელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კალისტრატე სალიას სახელობის ჯგალის თემის საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელი.
მაქვს სკოლაში მუშაობის  30 წლიანი გამოცდილება. ძალიან მიყვარს ბავშვები, ისინი ყველაზე ერთგული მეგობრები არიან. ვაფასებ მათ , მიყვარს მათთან კომუნიკაცია:ვსწავლობ, ვასწავლი და ბედნიერი ვარ. თუ ვინმე მკითხავს ჩემი პროფესიის შესახებ, ვიტყვი , რომ ეს არის საუკეთესო პროფესია. ვინ ვიქნებოდი?  მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებელი.
         რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე სკოლა? მთავარი და გადამწყვეტია სკოლის გარემოს მაქსიმალური შეცვლა, მეტი ყურადღება მოსწავლეთა ინიციატივებს, ბავშვებს მოსწონთ არაფორმალური გარემო, სადაც შესანიშნავად გრძნობენ თავს.
    მეტი ჩართულობა საკოლო საზოგადოებაში სკოლის საზოგადოების და თემის მხრიდან, თანამშრომლობა და კომუნიკაცია საუკეთესო შედეგებისკენ გადადგმული ნაბიჯებია....

No comments:

Post a Comment